კორონავირუსის გამო, ბრიტანული ავიაკომპანია Flybe გაკოტრდა

გაერთიანებული სამეფოს შიდა ფრენების ყველაზე დიდი კომპანია Flybe აცხადებს, რომ გაკოტრების გამო ყველა ფრენას აჩერებს. აღნიშნულის მიზეზად კომპანია მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიას ასახელებს.

„ყველა ფრენა შეჩერებულია. მიუხედევად ყველა ძალისხმევისა, ალტერნატივა აღარ გვაქვს - ჩვენ ვერ შევძელით პრობლემის იმგვარად მოგვარება, რომ საქმიანობა გაგვეგრძელებინა“,-აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, კომპანიას 2000 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.