„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორში საშუალო თვიური ხელფასი 86 ლარით გაიზარდა და 1 404.7 ლარს გაუტოლდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორში საშუალო თვიური ხელფასი 86 ლარით გაიზარდა და 1 404.7 ლარს გაუტოლდა.

მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 1 048.3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 71.1 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 365.9 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 603.3 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 325.7 ლარი.

ამასთან, 2019 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.4 პროცენტი, 12.6 პროცენტი და 10.2 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10.1 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.7 პროცენტი).