„ამაზონის“ და „ფეისბუქის“ სიეტლის ოფისების თანამშრომლებს რეკომენდაცია მიეცათ, სახლიდან იმუშაონ

„ამაზონის“ და „ფეისბუქის“ სიეტლის ოფისების თანამშრომლებს მოუწოდებენ, სახლიდან იმუშაონ. კომპანიებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ორივე კომპანიის თითო-თითო თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ჩვენ შეტყობინება გავუგზავნეთ თანამშრომლებს, რომ სახლიდან იმუშაონ. ჩვენ მივყვებით ჯანდაცვის ოფიციალური პირების რჩევებს და პრიორიტეტს ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ვანიჭებთ“,- აცხადებენ „ფეისბუქში“.

„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ სიეტლის თანამშრომლებს, რომ თუ შესაძლებელია, თვის ბოლომდე სახლიდან იმუშაონ“,- აცხადებს „ამაზონის“ პრესსპიკერი.