გერმანულია ავიაკომპანია Lufthansa, ასევე მისი კუთვნილი Austrian Airlines, SWISS და Brussels Airlines ექსპლუატაციიდან მოხსნიან 150 თვითმფრინავს ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობთ იუწყება.
„ჩვენ დინამიურად ვაკორექტირებთ ჩვენს გეგმებს შექმნილი გაუთვალისწინებელი სიტუაციებიდან გამომდინარე“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
სააგენტოს ცნობით Lufthansa Group-ის მთელი ავიაპარკი 770 თვითმფრინავისგან შედგება. შედეგად კი მოხდება მისი მეხუთედის მოხსნა. ამბობენ, რომ მოხდება 125 მოკლე და საშუალო მაგისტრალური ლაინერისა და 25 შორმანძილიანი მაგისტრალური თვითმფრინავების მოხსნა.
შეგახსენებთ, 26 თებერვალს Lufthansa-მ გამოაცხადა ახალი პროგრამის ამოქმედებაზე, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტის გამო დანახარჯების შემცირებას ითვალისწინებს. კომპანიის ხლმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეშვა თანამშრომლების ნაწილი უფასო შვებულებაში და დროებით შეაჩერა ახალი თანამშრომლების აყვანა სამსახურში. 2 მარტს კონცერნის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ შეზღუდვა, რომელიც ამოქმედდა იანვრის ბოლოს, იმოქმედებდა აპრილამდე, ამასთან შეზღუდავდა ფრენებს ჩინეთის, ჰონგ-კონგის, სეულისა და თეირანის მიმართულებით გერმანიიდან, შვეიცარიიდან და ავსტრიიდან. შეზღუდვები ასევე შეეხო ცალკეულ რეისებს გერმანიასა და იტალიას შორის.