რიყის დოქები ვერ გაიყიდა. ობიექტის გასაყიდად გამოცხადებული ღია ელექტრონული აუქციონი, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა.
ელექტრონული აუქციონი ჩაიშალა, რადგან ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რიყის დოქების გაყიდვის მიზნით ელექტრონული აუქციონი 5 თებერვალს გამოაცხადა. ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 95 მილიონი ლარი იყო და მყიდველი ვალდებულებას აიღებდა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური კომპლექსის, - რაც უნდა მოიცავდეს, მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს, თეატრს, საგამოფენო, საკონფერენციო სივრცეს ან სასტუმროს შექმნა და ფუნქციონირების დაწყება - უზრუნველყოფა მოეხდინა. ამასთან, არსებული საინვესტიციო პირობებით, ინვესტორი ვალდებული იქნებოდა 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.