შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მთის კურორტებზე ფასდაკლების კვირეულს იწყებს

შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მთის კურორტებზე ფასდაკლების კვირეულს იწყებს.საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, Discount Week-Ski Resorts საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართება.

ფასდაკლების კვირეულში სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სასტუმროები მიიღებენ მონაწილეობას. განთავსების ობიექტები ვიზიტორებს მინიმუმ 20%-იან ფასდაკლებას შესთავაზებენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტში ჩართულია მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელიც დამსვენებლებს სათხილამურო აბონიმენტებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტში ჩართვის მსურველი სასტუმროებისთვის 6 მარტს ინტერესთა გამოხატვის შესახებ საჯარო მოწვევას გამოაცხადებს. ინფორმაცია განთავსდება როგორც ადმინისტრაციის ოფიციალურ, ასევე Facebook-ის გვერდებზე.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფასდაკლების კვირეულის მიზანია ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა. ასევე, რეგიონების პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისება.