განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა - ეს არის პროექტის მიზანი, რომელიც განათლების სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმმა "ქართული სტამბების გაერთიანება" შეასრულა. კონსორციუმი დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით და უნიკალური მანქანა-დანადგარებით, რომელთა ტექნიკურმა მახასიათებლებმა და ადამიანების დაუღალავმა შრომამ შესაძლებლობა მისცა ქვეყანას, უპრეცედენტოდ მოკლე დროში - ბეჭდვის დაწყებიდან სულ რაღაც თვენახევარში სასკოლო წიგნი მოსწავლის მერხზე მოხვედრილიყო.
პროექტში გამოყენებულია საქართველოში ერთდაერთი 5 ქვედანაყოფიანი, 33 მეტრის სიგრძის "ჰეიდელბერგ M 600", რომელსაც საშუალოდ 24 საათში 160 გვერდიანი 50 000 წიგნის დამზადება შეუძლია.აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა 4 მილიონამდე 409 სახეობის სახელმძღვანელო, წიგნი და რვეული, რომელთა ღირებულება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეემატა.პროექტმა ჯამში 12 სტამბაში 1500-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა.
ლოჯისტიკურ ნაწილში კონსორციუმმა მთელი საქართველოს მასშტაბით წიგნები 2081 სკოლას მიაწოდა.მოსწავლეთა წიგნებით უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება.