იაპონიის ხელისუფლება გეგმავს 500 მილიარდი იენის (4,7 მილიარდი დოლარის) გამოყოფას კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინელი ტურისტების არყოლის გამო ყველაზე მეტად ზარალდებიან - ამის შესახებ იაპონიის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა ჰიროსიგე სეკომ განაცხადა.
„ჩვენი ხელისფულება გეგმავს საკმარისი ოდენობის თანხა გამოუყოს კომპანიებს, რათა შეუმსუბუქოს ის ნეგატიური გავლენა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შედეგად ჩინელი ტურისტების ნაკლებობამ გამოიწვია. უკვე მოვამზადეთ 500 მილიარდი იენი ბიუჯეტიდან ამ კომპანიების დაფინანსებისთვის“ - განაცხადა მან.
როგორც მანამდე გახდა ცნობილი, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იაპონიასა და კონტინენტურ ჩინეთს შორის ფრენები 80%-ით შემცირდა.
თავად იაპონიაში კი კორონავირუსით დაინფიცირების 1056 შემთხვევაა გამოვლენილი. 60 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. მსხვერპლის რაოდენობა კი არ შეცვლილა და ის კვლავ 12-ია.