სარვამარტო აქციაში ჩართვით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ქალბატონებს ავტომანქანის ხელსაყრელ ფასად განახლებას სთავაზობს

დღეიდან, ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავტომობილის მფლობელ ქალბატონებს სარვამარტო 3-დღიან აქციაში ჩართვას სთავაზობს.

სპეცაქციით ისარგებლებს ავტომანქანის მფლობელი ყველა ქალბატონი, რომელიც „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნებისმიერი ტიპის ტექნიკური მომსახურების მისაღებად 6, 7 და 9 მარტს მიმართავს. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მძღოლი ქალბატონებისთვის ყველა სახის სერვისსა და ავტონაწილზე, ერთჯერადად, სარვამარტო 25%-იან ფასდაკლებას აწესებს.

ქალბატონები, რომლებიც „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ სარვამარტო აქციის ფარგლებში მიმართავენ, ავტომანქანის ხელსაყრელ ფასად და უმოკლეს დროში განახლებას შეძლებენ. მათ მოემსახურებიან და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევენ „ტოიოტას“ ავტორიზებული სერვისცენტრის სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები.

სარვამარტო აქციაში ჩართვის მსურველ ქალბატონებს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ელის მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე, შაბათი - 09:30-დან 14:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 522 022; 032 2511 www.toyota-tbilisi.com