ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამ შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკა დააზარალოს. „ამას უპირობოდ ექნება გავლენა“ - განაცხადა მან, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეპიდემია დიდი ხანი არ გაგრძელდება.
„ყველაფერი უნდა გამოვიდეს. ყველანი უნდა დავშვიდდეთ. ჩვენ გვაქვს გეგმები ყოველდღე სცენარების განვითარების მიხედვით, ვფიქრობ, რომ ეს ისაა რაც უნდა ვაკეთოთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება“, - დასძინა მან და ისაუბრა ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებზე.
„ვფიქრობ ხალხი ჩვენს მუშაობას ძალიან კარგად აფასებს. ჩვენ პროფესიონალურად ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. არავინ გვადანაშაულებს კორონავირუსის გამო. ის ჩამოვიდა ჩინეთიდან“ - დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ში 5 მარტის საღამოს მონაცემებით COVID-19-ით დაინფიცირების 140 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 12 ლეტალურად დასრულდა.