თეგეტა მოტორსი 25%-იან CashBack აქციას გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის პროდუქციის შეძენისას, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ შეიძინოთ Bridgestone-ის საბურავები, ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები ან Varta-ს აკუმულატორები და დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 25% თეგეტა ქარდზე.
სასურველი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც თეგეტას ქსელში, ასევე ონლაინ მაღაზიაში shop.tegetamotors.ge-ზე, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ავტოსათადარიგო ნაწილების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და სხვა მრავალი პროდუქცია, რომელთა შეძენას შეძლებთ ონლაინ.
ნებისმიერი მომხმარებელი შეძენილ პროდუქციაზე მიიღებს უსასრულო გარანტიას, რაც გულისხმობს, თეგეტას ქსელში შეძენილი პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში, მის უსასყიდლო აღდგენას ან გადახდილი თანხის 100%-მდე ანაზღაურებას. აქციები მოქმედებს 31 მარტის ჩათვლით, თეგეტას ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
თეგეტა გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტით“, რომლის ფარგლებშიც პერსონალური მენეჯერი მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ reservation.tegetamotors.ge, ასევე „თეგეტას“ ცხელ ხაზის მეშვეობით 0322 26 44 44. თეგეტა მოტორსი ასევე გთავაზობთ „საბურავების სასტუმროს“ სერვისს, სადაც შეგიძლიათ შეცვლილი საბურავების შენახვა მომდევნო სეზონამდე.
„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და 25 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 300 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 30 000-მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც არის: Bridgestone, Michelin, Varta, Fiamm, Shell, Motul, Mobil, Hengst, ZF, ATE, Philips, Bosch და სხვა.