ალექსანდრე მარგიშვილი: "სითი პარკს" ხელშეკრულება ვერ გაუუქმდება

საქართველოს მთავრობამ დედაქალაქის მერიას შპს "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეუკრულების შემოწმებაში მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, ალექსანდრე მარგიშვილმა განუცხადა. როგორც მარგიშვილმა აღნიშნა, ამ კუთხით საქართველოოს მთავრობა ერთსულოვანი იყო.

"დაგვიჭირეს მხარი იმ საკითხში, რომ მოხდეს კომპლექსური ანალიზი თბილისის მერიის ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ შპს "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების, როგორც სამართლებრივი, ასევე ფინანსური ასპექტებით", - განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ყველაფერი თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივაა.

"დღეს მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს მთავრობიდან. ვფიქრობ, საკმაოდ შეზღუდულ ვადებში მივიღებთ კომპეტენტურ დასკვნას, რომელზეც კონტრაქტორი ვერ იტყვის, რომ ეს არის ცალსახად მხლოდ მერიის დღევანდელი ხელმძღვანელობის პოზიცია, არამედ ეს იქნება ობიექტური გარედან დანახული და აღწერილი რეალობა", - განაცხადა მარგიშვილმა.

კითხვაზე, შემოწმების შედეგად "სითი პარკს" ხელშეკრულება ხომ არ გაუუქმდება, მარგიშვილმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ვერ გაუქმდება, ანალიზი და აუდიტი კი აჩვენებს, თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნება იმ პირობების შენარჩუნება, რომელიც დღეს არის.