ევროპაში კულტურული დედაქალაქის ყოველწიურად გამოვლენის იდეა საბერძნეთის კულტურის მინისტრს მელინა მერკურის 1983 წელს გაუჩნდა. მისი აზრით აუცილებელი იყო ევროპის გამორჩეული პატარა ქალაქების წახალისება და მათზე ცნობადობის გაზრდა.
პროექტმა გაამართლა და ევროპის არაერთი პატარა ქალაქი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა, გაიზარდა ტურისტების რიცხვი და გაიხსნა ახალი რესტორნები თუ სასტუმროები.
თუმცა არიან ისეთი ვეროპის კულტურული დედაქალაქები, რომელთა შესახებაც უმეტესობამ ჯერ კიდევ არაფერი იცის. The Guardians 10 ასეთ ქალაქს წარმოგიდგენთ.
ბერგენი, ნორვეგია
ბერგენი ნორვეგიის უძველესი ქალაქია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. შუა საუკუნეებში ბერგენი ნორვეგიის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი იყო. ბერგენთან ახლოს ნორვეგიის ცნობილი ფიორდები მდებარეობს.
სალამანკა, ესპანეთი
სალამანკა ესპანეთის უძველესი ქალაქია. დიდი ისტორიის მქონე ქალაქში ესპანეთის ყველაზე ძველი უნივერსიტეტი და ათობით კათედრალი მდებარეობს.
პატრა, საბერძნეთი
საბერძნეთის ქალაქ პატრას 3 000-წლიანი ისტორია აქვს. ქალაქში უხვადაა უძველესი ისტორიული შენობების ნანგრევები და მუზეუმები. პატრა ევროპის კულტურული დედაქალაქი 2006 წელს გახდა.
სიბიუ, რუმინეთი
რუმინეთის ქალაქი სიბიუ შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე კარგად გამაგრებულ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, სადაც 39 კოშკი მდებარეობდა. დღესდღეობით ქალაქში ხშირია ფესტივალები. სიბიუსთან ახლოს მდებარეობს რუმინეთის ცნობილი ზამთრის კურორტი პალტინისი.
ლინცი, ავსტრია
ავსტრიის ქალაქი ლინცი მდინარე დანუბეს სანაპიროსთან მდებარეობს. ქალაქის ისტორიული ნაწილი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
ტურკუ, ფინეთი
ტურკუ ფინეთის ყველაზე ძველი ქალაქია, რომელიც მდინარე აურას სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქში ფინეთის პირველი უნივერსიტეტი და ტურკუს კათედრალი მდებარეობს.
გიმარაინში, პორტუგალია
გიმარაინში პორტუგალიის უძველესი ქალაქია, რომელიც 1110 წელს დაარსდა. ქალაქის ძველი ნაწილი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. გიმარაინში 1000 წლის წინ აშენებული ციხესიმაგრე დგას.
პლზენი, ჩეხეთი
პლზენი ჩეხეთის უძველესი ქალაქია, რომელიც ევროპის კულტურული დედაქალაქი 2015 წელს გახდა. ქალაქში არაერთი შუა საუკუნეების ტაძარი და ისტორიული შენობაა.
ორჰუსი, დანია
ქალაქი ორჰუსი მე-7 საუკუნეში დანიელმა ვიკინგებმა დააარსეს. დღესდღეობით ორჰუსი დანიის სიდიდით მე-2 ქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი პორტია.
მატერა, იტალია
მატერა იტალიის უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქია. მოგვიანებით ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ აქ არაერთი ტაძარი აშენდა. დღესდღეობით ქალაქი მოსახლეობისგან თითქმის სრულიად დაცლილია. მატერა ევროპის კულტურული დედაქალაქი გასულ წელს გახდა.