Skyscanner-ი, Thefork-ი და citymapper-ი - აპლიკაციები, რომლებიც ბიუჯეტური მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ

მოგზაურობა ძვირი სიამოვნებააო, თუმცა ეს მითია და ამ მითის დამსხვრევა მარტივადაა შესაძლებელი. ლამაზი ადგილების ნახვა, მაღაზიებში სიარული და დასვენება ყველას უყვარს, მოგზაურობის სწორად დაგეგმვას თუ შეძლებთ ახალ-ახალი ადგილების ნახვა ბევრად უფრო საინტერესო და იაფი დაგიჯდებათ.

გთავაზობთ 10 აპლიკაციას, რომელიც სწორი, ბიუჯეტური და სასიამოვნო მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

სანამ ავიაბილეთებს იყიდით ან სასტუმროს დაჯავშნით, გირჩევთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთი ან სასტუმრო, რამდენიმე საიტზე გადაამოწმოთ. ასე შეიძლება თანხა დაგეზოგოთ და ეს დაზოგილი თანხა მოგზაურობისთვის სხვა აუცილებელ რამეზე დახარჯოთ.

პირველი გამოსადეგი აპლიკაცია სკაისკანერია, რომელიც იაფი სასტუმროს და ავიაბილეთების შეძენისთვის იდეალურია. „სკაისკანერზე“ შესაძლოა, ავტომობილის დაქირავების სერვისი და სხვა მრავალი საჭირო მომსახურებაც ნახოთ. თუ აპლიკაციის გადმოწერა არ გსურთ, „სკასკანერის“ საიტს ესტუმრეთ და ისე დაგეგმეთ მოგზაურობა.

იაფი ავიაბილეთებისა და სასტუმროს შესაძენად „ე დრიმსი“ გამოიყენეთ, სკაისკანერს არაფრით ჩამოუვარდება. აპლიკაცია ხშირ-ხშირად ამოწმეთ, რადგან ავიაბილეთები მალე იყიდება და თან შესაძლოა, წასვლა-წამოსვლა მინიმალურზე დაბალ ფასშიც კი ნახოთ.

ბიუჯეტურ მოგზაურობაში ფეშენებელურ სასტუმროზე უარის თქმა გვიწევს, თუმცა ღამისგასათევად კარგი ჰოსტელის არჩევა ნამდვილად საჭიროა. აპლიკაცია „ჰოსტელვორდი“ იაფიანი და კარგი ჰოსტელის არჩევაში დაგეხმარებათ. თუ აპლიკაციის გამოყენება არ გსურთ შეგიძლიათ მის საიტზე შეხვიდეთ და თქვენი მოგზაურობისთვის იდეალური ჰოსტელი აარჩიოთ.

მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვის „ეარბიემბი“ ერთ-ერთი საყვარელი აპლიკაციაა და შესაძლოა, მალე თქვენიც გახდეს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი აპლიკაციებში თქვენთვის სასურველი სახლი ვერ ნახეთ, ეარბიემბის ესტუმრეთ და სასტუმრო, ჰოსტელი ან სახლი მშვიდად არჩიეთ.

გიფიქრიათ 1 ევროდ ბილეთის შეძენაზე? „ვოლოტეა“ ამის საშუალეას გაძლევთ, ევროპაში მოგზაურობისას, შიდა ფრენების მსურველებმა დაუფიქრებლად ვოლოტეას უნდა მიმართოთ, აპლიკაცია გადმოწეროთ ან საიტს ესტუმროთ და თქვენთვის სასურველი ფრენა ნახოთ.

„სითიმეფერზე“ თუ გსმენიათ რამე? დროა ეს აპლიკაციაც მოინიშნოთ და თქვენი მოგზაურობისას ქალაქში გადასაადგილებლად ხელსაყრელი ტრანსპორტის ფასები დრო და ადგილმდებარეობა ნახოთ. აპლიკაციები უამრავია, მთავარია, რომელი გამოგადგებათ.

ბიუჯეტურად რომ იყიდით ბილეთებს და სასტუმროსაც ნაკლებ ფასში ნახავთ, ქალაქში გადასაადგილებლად „მეფს.მი“ გამოიყენეთ, მოგზაურობის დროს ერთ-ერთი აუცილებელი აპლიკაციაა, მოსახერხებელი, ზუსტი და უფასო. მოგზაურობისას ინტერნეტის ყიდვა და კიდევ თანხის დახარჯვა არ მოგიწევთ, მეფს.მი უინტერნეტოდ მიგიყვანთ ყველგან, მთავარია წინასწარ ჩამოტვირთოთ სასურველი ქალაქი.

თუ ევროპისა ქალაქებს ან ამერიკის შტატებს შორის მოგზაურობას აპირებთ, შიდა გადაადგილებისთვის „ფლიქსბასი“ იდეალური აპლიკაციაა. ეს ბიუჯეტური კომპანია მოგზაურებისას ერთ-ერთი სანდრო მეგობარია, უფასო ინტენეტი და საპირფარეშო მაქსიმალურ კომფორტს უქმნის მგზავრს. რაც მთავარია, ფასები ყველასთვის მისაღებია.

მარტო გადაადგილებასა და ღამის გასათევზე რომ არ ვისაუბროთ, კვებისთვის ერთ გამოსადეგ აპლიკაციას განახებთ. „ფორქი“ ევროპაში ბიუჯეტურ, გემრიელ და საინტერესო საკვებ ობიექტებს გაპოვნინებთ. არჩევანი თქვენზეა, ფასებსა და ლოკაციას რომ აარჩევთ, შეგიძლიათ მაგიდაც დაჯავშნოთ და პატარ-პატარა ფასდაკლებებით ისარგებლოთ მოგზაურობისას.

მოგზაურობისთვის საჭირო ბოლო აპლიკაცია „ქოუჩსერფინგია“, რომელიც ყველა ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. ამ აპლიკაციით შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში 1 დან 3 დღემდე სრულიად უფასოდ გაათიოთ რამე. გადმოიწერეთ აპლიკაცია ან ესტუმრეთ საიტს და მასპინძელი იპოვნეთ ღამის გასათევად.

მოამზადა ელენე მეტრეველმა