ნათია თურნავა უარყოფს ინფორმაციას, რომ ფოთის პორტში შესულ გემზე კორონავირუსით დაავადების შემთხვევა ფიქსირდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ფოთის პორტში შესულ გემზე კორონავირუსით დაავადების შემთხვევა არ ფიქსირდება.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფოთის პორტში ჩინეთიდან შესულ გემზე კორონავირუსით დაავადებილი პირი იმყოფება და რა ინფორმაციას ფლობს ამის შესახებ, მინისტრი შემდეგნაირად პასუხობს:

"მე ვიცი, რომ არ არიან დაავადებულები. მე რამდენადაც ვიცი, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება", - აცხადებს თურნავა.