თბილისის ცირკის მენეჯერის, დიმიტრი ლუნინის განცხადებით, თბილისის ცირკი მაქსიმალურად დაიცავს უსაფრთხოების წესებს. რაც შეეხება 15 მარტიდან წარმოდგენების გამართვას, მისი თქმით, თუ სკოლებში არდადგები გახანგრძლივდება, წარმოდგენებს ცირკიც გადაწევს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დიმიტრი ლუნინიმ განუცხადა, თბილისის ცირკი მოვლენების განვითარებას ელოდება.
„სკოლებსაც კი შეჩერებული აქვთ სწავლა 16 მარტამდე. ჩვენ 15-ში ვიწყებთ წარმოდგენებს. ჩემი აზრით, ის ერთი დღე წესით არაფერს ნიშნავს. ეს არის დამოკიდებული ქვყენაში განვითარებულ მოვლენებზე. როგორც განვითარდება მოვლენები, შესაბამისად მოვიქცევით ჩვენც. თუ სკოლებში გახანგრძლივდება არდადგებ, ჩვენც გადავწევთ წარმოადგენას. მაქსიმალურად დავიცავთ უსაფრთხოების ნორმებს. ასევე, თუ ჩავატარებთ წარმოდგენას, აუცილებლად გაკეთდება დეზინფექცია. დასის რაღაც ნაწილი ჩამოსულია საქართველოში, დანარჩენი ნაწილი კი მაღალდასნებოვნებული ქვეყნებიდან არ ჩამოდიან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ,“ - განაცხადა დიმიტრი ლუნინიმ.