თურქეთის სანაპირო დაცვამ 120 მიგრანტი გადაარჩინა, რომლებიც ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთას გასაბერი ნავებით ცდილობდნენ

თურქეთის სანაპირო დაცვამ 120 მიგრანტი გადაარჩინა, რომლებიც ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ. მიგრანტების უმეტესობა ავღანეთიდან და სირიიდან არიან.

მიგრანტები საბერძნეთში მოხვედრას გასაბერი ნავებით ცდილობდნენ, რა დროსაც ნავი დაზიანდა. თურქეთის სანაპირო დაცვამ ისინი უკან, თურქეთის ტერიტორიაზე დააბრუნა.

პარალელურად, კი საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა 3 000-ზე მეტმა მიგრანტმა სცადა, რომლებიც საბერძნეთის პოლიციამ უკან დააბრუნა.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს თურქეთის ხელისუფლებამ სირიის პროვინცია იდლიბში ვითარების გამწვავების შემდეგ განაცხადა, რომ მიგრანტთა და დევნილთა ნაკადებს ვეღარ აკავებს და მათ ევროკავშირში შესვლის უფლებას მისცეს.