Apple-მა 12 000 თანამშრომელს დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადასვლა შესთავაზა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით Apple-მა კალიფორნიაში, კომპანიის შტაბ-ბინაში დასაქმებულ 12 000 თანამშრომელს დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადასვლა შესთავაზა.

ამ ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შტატის ხელისუფლებამ მოსახლეობას და კერძო დაწესებულებებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კომპანიის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ დისტანციურად მუშაობაზე გადასვლით თანამშრომლებს კორონავირუსის გავრცელებისგან დაიცავენ. Apple მსგავსი ზომების გატარებისკენ სხვა მსხვილ კომპანიებსაც მოუწოდებს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 497 -მდე გაიზარდა, ვირუსის ნიშნები 102 200 ადამიანს გამოუვლინდა.

ბექა ბერიაშვილი