რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 33 მოქალაქე იმყოფება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 33 მოქალაქე იმყოფება.

მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტებიდან მხოლოდ ორს აღენიშნება ტემპერატურის მატება, დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

„მხოლოდ ორს აღენიშნა ცხელება 37.5-37,7. ამ პაციენტებს შესაბამისად გამოკვლევები უტარდებათ, რაც გულისხმობს რენტენოლოგიოურ კვლევას, სისხლის ანალიზებს და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ ორ ადამიანს. დანარჩენების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, თუ არ ჩავთვლით ქრონიკული დაავადებების გამო წამოშობილ ჩივილებს. ეს ადამიანებიც, სავარაუდოდ, იტალიიდან არიან. სხვა მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიწყნარეა, განსაკუთრებულად დამძიმებული პაციენტი ან მსგავსი არაფერი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, მივმართოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომ თუ ჩათვლიან ამას საჭიროდ, ორ შემთხვევაში განმეორებითი ანალიზი გაკეთდეს. უნდა აღიშნოს, რომ ამ ორ მოქალაქეს ჩვენთან შემოსვლისას თან ახლდა დადასტურებული ნეგატიური პასუხი კორონავირუსზე“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისი თქმით, თვითიზოლაციის პირობების ზუსტი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია თვითიზოლაციის პირობების ზუსტი დაცვა. ეს არის ჩვენი მოქალაქეეების შეგნებაზე დამოკიდებული იმიტომ, რომ ისინი იცავენ დანარჩენ საქართველოს ინფიცირებისგან. გუშინ 17 პაციენტის პასუხი იყო და აქედან 10 პაციენტი უკვე თვითიზოლაციაშია“, - განაცხადა გოფოძემ.