კორონავირუსის საფრთხის გამო Facebook-მა ლონდონის ოფისები დროებით დახურა

კომპანიამ Facebook დროებით დახურა ლონდონის 3 ოფისი, სადაც 3 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. ამის მიზეზი კი ერთ-ერთი თანამშრომლის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა. ამის შესახებ Sky News იტყობინება.

ტელეკომპანიის მონაცემებით, საუბარია კომპანიის სინგაპურელ თანამშრომლეზე, რომელიც იმყოფებოდა ლონდონის წარმომადგენლობაში 24-26 თებერვლის მონაკვეთში. Facebook-მა თავის მხრივ ამ ადამიანთან კონტაქტში მყოფებს მოუწოდა თვითიზოლაციისთვის მეიმართათ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. კომპანიის ოფისები კი ორშაბათამდე დაიხურა დეზინფექციისთვის. თანამშრომლები, რომლებსაც უქმეებზე უნდა ემუშავათ ან შესაძლოა დაინფირცირებულნი იყვნენ, მუშაობას დისტანციურად განაგრძობენ.

მსხვილი კომპანიების მხრიდან ლონდონში მუშაობის შეჩერების ეს პირველი შემთხვევა არაა, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ფილიალში მუშაობა შეაჩერა ბანკმა HSBC, მას შემდეგ რაც ამ ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო კორონავირუსის დიაგნოზით. Chevron-მა კი მის 300 თანამშრომელს ლონდონის წარმომადგენლობაში ურჩია დისტანციურად იმუშაონ.

კოკა კვირკველია