ოლიმპიური თამაშების გადადება იაპონიის ეკონომიკას 74 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდება

2020 წლის ოლიმპიური თამაშების გადადება იაპონიის ეკონომიკას 7,8 ტრილიონი იენი (74,2 მილიარდი დოლარი) დაუჯდება. ამის შესახებ სააგენტო Kyodo იუწყება.

იაპონური ფინანსური კომპანია Nikko Securities-ის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ოლიმპიური თამაშების გადადება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტის ზრდას 1,4%-ით შეამცირებს. ამასთან, იაპონური კორპორაციების შემოსავლები 2020 წელს შემცირდება 24,4%-ით. Nikko Securities-ში დარწმუნებულნი არიან, რომ ოლიმპიური თამაშების გადადება გარდაუვალი იქნება, თუ ვერ მოხერხდება კორონავირუსის გავრცელების შეჩერება ივლისამდე. ცნობისთვის, იაპონიის მშპ-მ 2019 წელს 5,15 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

ამ დროისთვის იაპონიაში კორონავირუსით ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 12 გარდაცვლილი. ინფიცირებულთაგან უმეტესობა (696 ადამიანი) მოდის საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ის მგზავრებზე.

კოკა კვირკველია