იმ დროს, როცა 2019 წელს აშშ-ჩინეთს შორის გაჩაღებულმა სავაჭრო ომმა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ტემპი 2009 წლის დონეზე - 1,2%-ზე დაიყვანა, ახალი კორონავირუსის გამო 2020 წელს ეს პროგნოზი კიდევ უფრო დაბალია. ამის შესახებ მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Euler Hermes-ის ანგარიშშია ნათქვამი. აღნიშნული კომპანია საექსპორტო კრედიტების დაზღვევაზეა სპეციალიზებული.
კომპანიის გათვლებით Covid-19-ის შესაჩერებლად გაწეული სახსრები უკვე არის პროდუქციაზე ტარიფების 0,7%-ით გაზრდის ექვივალენტი, რაც მსოფლიო ტარიფების საშუალო დონეს 2020 წლის პირველ კვარტალში 6,5%-მდე სწევს. გასაგებად რომ ვთქვათ, პირველ კვარტალში მსოფლიო ვაჭრობამ უკვე იზარალა აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომისგან გამოწვეული 2019 წლის წლიური ეფექტით. Euler Hermes-ის შეფასებით, დანაკლისი ვაჭრობაში მხოლოდ ერთი კვარტლის განმავლობაში შეადგენს 320 მილიარდ დოლარს.
სადაზღვეო კომპანიას აქვს მოლოდინი, რომ სამუშაო აქტივობის განახლება იქნება მუდმივი მარტსა და აპრილში და მაქსიმალურ დონეს მიაღწევს მაისის ბოლოსკენ.
მათივე ინფორმაციით, ექსპორტის დანაკარგები ჯამურად 161 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ვინაიდან ჩინეთისა და ევროპის მხრიდან მოთხოვნა იქნება მნიშვნელოვნად შემცირებული. ორგანიზაციის პროგნოზით ასევე დაზარალდება მომსახურების სფერო, ვინაიდან ჩინეთსა და იტალიაში მნიშვნელოვნად შემცირდება ტურისტული ვიზიტები, შედეგად ასევე იზარალებს სატრანსპორტო მომსახურების სფეროც. მათი გათვლებით ტურიზმი გლობალურად 125 მილიარდით, ხოლო ტრანსპორტით მომსახურების სფერო 33 მილიარდი დოლარით იზარალებს.
Euler Hermes-ის პროგნოზით 2020 წელს მსოფლიოს ეკონომიკა 2,5%-ით შემცირდება პირველ კვარტალში და ნეგატიურ ველში დარჩება მეორე კვარტალშიც.