როგორ გამოიყურება ფარელ უილიამსის ვილა, რომელიც 17 მლნ დოლარად იყიდება (+ფოტო)

პოპულარული ამერიკელი მომღერალი და პროდიუსერი ფარელ უილიამსი ლოს-ანჯელესში, ბევერლი ჰილსზე მდებარე საკუთარ მდიდრულ ვილას 16.95 მილიონ დოლარად ყიდის.

46 წლის მომღერალმა სახლი 2018 წლის მაისში მსახიობ ტაილერ პერისგან 15.6 მილიონ დოლარად შეიძინა.

ფარელ უილიამსის ვილა 4 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც უზარმაზარი სახლის გარდა დიდი ეზო, ჩოგბურთის კორტი, ჩანჩქერი და საცურაო აუზი მდებარეობს.

რაც შეეხება თავად სახლს, მისი ფართობი 1 600 კვ.კმ.-ს შეადგენს. მასში 10 საძინებელი, 11 სააბაზანო და დიდი ავტოფარეხია მოწყობილი, სადაც 30-ზე მეტი ავტომობილი ეტევა.

ბექა ბერიაშვილი