საჩხერის საავადმყოფოში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოქალაქე საჩხერის საავადმყოფოშია მოთავსებული. სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტის ანალიზები დღეს გახდა ცნობილი და ის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.
როგორც დირექტორი ამბობს, კლინიკაში ვირუსის სიმპტომით მეორე პაციენტია მოთავსებული და მის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან, პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებ-გევრდის stopcov.ge-ის მონაცემებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევა ფიქსირდება. მონაცემები საჩხერის შემთხვევის შემდეგ არ გაზრდილა, შესაბამისად, სავარაუდოდ, საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტი ვებ-გვერდზე გამოქვეყებულ სტატისტიკაში შედის.
ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 128 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 59 ადამიანი გადის.