Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 31,74 დოლარამდე დაეცა

ლონდონის ICE ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად ნავთობის ფასი 42,5%-ით დაეცა და ბარელზე 31,74 დოლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი ფიქსირდება თბილისის დროით 7:31 წუთზე. ნავთობის ფასის მსგავსი ვარდნა 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ პირველად მოხდა.

რაც შეეხება ამერიკულ მსუბუქ ნავთობს, WTI-ის ფასი 48,9%-ით გაიაფდა და ბარელზე 27,72 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ნავთობზე ფასის კლება დაკავშირებულია OPEC -ის წევრი ქვეყნების მიერ ვენაში გამართული შეხვედრის შედეგებთან, სადაც მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება მოპოვების შემცირებაზე ნავთობზე ფასის კლების ფონზე, რომელიც თავის მხრივ გამოწვეულია კორონავირუსით.

OPEC-ის წინადადება იყო, შემცირებულიყო ნავთობმოპოვება 1,5 მილიონი ბარელით დღეღამეში. თუმცა ამის წინააღმდეგი წავიდა რუსეთი.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs გამოაცხადა საკუთარი პროგნოზის შესახებ, რომლის მიხედვით ბარელზე ნავთობის ფასი შესაძლოა, 20 დოლარამდე ჩამოვიდეს, სანავთობო ბაზარზე არასტაბილურობის გამო.

კოკა კვირკველია