რა ღირს საწვავი საქართველოში - ნავთობის ფასი 42,5%-ით დაეცა

ლონდონის ICE ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად ნავთობის ფასი 42,5%-ით დაეცა და ბარელზე 31,74 დოლარი შეადგინა.

აღნიშნული ფასი ფიქსირდება თბილისის დროით 7:31 წუთზე. რაც შეეხება ამერიკულ მსუბუქ ნავთობს, WTI-ის ფასი 48,9%-ით გაიაფდა და ბარელზე 27,72 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ნავთობზე ფასის კლება დაკავშირებულია OPEC -ის წევრი ქვეყნების მიერ ვენაში გამართული შეხვედრის შედეგებზე, სადაც მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება მოპოვების შემცირებაზე ნავთობზე ფასის კლების ფონზე, რომელიც თავის მხრივ გამოწვეულია კორონავირუსის გამო.

OPEC-ის წინადადება იყო შემცირებულიყო ნავთობმოპოვება 1,5 მილიონი ბარელით დღეღამეში. თუმცა ამის წინააღმდეგი წავიდა რუსეთი.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs გამოაცხადა საკუთარი პროგნოზის შესახებ, რომლის მიხედვით ბარელზე ნავთობის ფასი შესაძლოა, 20 დოლარამდე ჩამოვიდეს, სანავთობო ბაზარზე არასტაბილურობის გამო.

„გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.52 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ - 2.45 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი - 2.39; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.67 ლარია. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი 2.59 და 2.64 ლარი ღირს.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, „დიზელ ენერჯის“ ფასი - 2.65 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი - 2.72 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 2.60 და 2.50 ლარი ღირს; „ეკო სუპერის “ ფასმა კი და 2.70 ლარი შეადგინა.

დღეის მდგომარეობით „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ 2.48 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 2.30 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი 2.54 ლარი ღირს, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი კი 2.66 ლარია.

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი - 2.53 ლარია; „რეგულარი“ - 2.43; სუპერი - 2.63; ევრო-დიზელი კი 2.57 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2.62 ლარია.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, „efix ევრო დიზელის“ ფასი დღეის მდგომარეობით, 2.69 ლარია; 1 ლიტრი „ევრო დიზელი" 2.66 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ - 2.59 ლარი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.49 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 2.73 ლარი ღირს.

თაია არდოტელი