ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე ქვეყანაში არ შემოუშვეს. მათ შორის იყვნენ მაღალი ტემპერატურის მქონე და ბოლო დროს რისკქვეყნებში ნამყოფი მოქალაქეები, სადაც ვირუსია გავრცელებული. ასევე არ შემოუშვეს ახალი პასპორტის მქონე პირები, რომლებიც სავარაუდოდ, სამოგზაურო ისტორიას მალავენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილებაში აცხადებენ, რომ ყველა მათგანს საზღვრის კვეთისას დაუფიქსირდა ტემპერატურა, ექვს ახალი პასპორტი, დანარჩენებს კი რისკ ქვეყნებში მოგზაურობა, რის გამოც უკან გააბრუნეს. თუმცა არც ერთ მათგანს შემოწმების დროს COVID 19-ის დამახასიათებელი სხვა სიმპტომი არ აღენიშნებოდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის თქმით,ზოგადად რეგიონში ვითარება სტაბილურია.
მისივე თქმით, კახეთის სამედიცინო დაწესებულების ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის სიმპტომებით არცერთი პაცინეტი არ არის მოთავსებული.
რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 მოქალაქე, რომლებიც საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ და საინკუბაციო პერიოდი გასული არ არის.