თებერვალში, სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ბრიტანულმა მწარმოებელმა მორიგი იუბილე აღნიშნა - 750,000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება.
ქარხნის კონვეირიდან იგი როსტერში ჩავიდა. თითქმის 70 წლის წინ ამავე ადგილას დამზადდა პირველი JCB ექსკავატორ-დამტვირთველი.
1953 წელს, JCB-ის დამფუძნებელმა ჯოზეფ სირილ ბემფორდმა მოიფიქრა იდეა, შეექმნა ექსკავატორ-დამტვირთველი - მსოფლიოში პირველი მანქანა, რომელიც აღჭურვილია წინა ციცხვით და უკანა, მიწის ამომღები მოწყობილობით. 1954 წელს სულ 35 ერთეული ტექნიკა იქნა წარმოებული, ხოლო 20 წლის შემდეგ კომპანიამ გადააბიჯა JCB-ის ექსკავატორ-დამტვირთველის 50 ათასიან ზღვარს. ახლა ისინი მთელ მსოფლიოში იწარმოება: დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ბრაზილიაში, აშშ-ში, ხოლო 2018 წლიდან, იწარმოება რუსეთშიც.
”ჩემი ბავშვობის ზოგიერთი მოგონება დაკავშირებულია როსტერში ჩვენი პირველი ექსკავატორ-დამტვირთველების წარმოებაზე დაკვირვებასთან. და ის ფაქტი, რომ ამჟამად უკვე წარმოებულია 750 ათასი ასეთი ტექნიკა, წარმოუდგენელად გვეჩვენება”, - განაცხადა JCB- ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლორდ ბემფორდმა. კიდევ უფრო გასაკვირია, რომ თითქმის შვიდი ათწლეულის განმავლობაში JCB-ის ექსკავატორ-დამტვირთველი, სამშენებლო ინდუსტრიაში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. ეს მისი უნივერსალურობის რეალური დადასტურებაა, რომლის წყალობითაც ამ ტექნიკის პოპულარობა კვლავ იზრდება“.
კომპანიის პირველი ექსკავატორ-დამტვირთველია - JCB Mark I. მისმა გამოჩენამ ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინა მსოფლიო ბაზარზე და მოგვცა იმ სამუშაოს მექანიზაციის საშუალება, რაც ადრე ხელით სრულდებოდა. პროდუქტმა განვითარება განაგრძო 1956 წელს, ინოვაციური მოდელის JCB Hydra-Digga-ის წარმოებით. ორივე მანქანის ფერი ცისფერი-წითელი იყო, მაგრამ 1960 წელს უფრო მძიმე და უფრო ძლიერი მოდელის JCB 4-ის წარმოებით, ბრენდის საფირმო ყვითელი ფერი გამოჩნდა.
1961 წელს დღის სინათლე მოდელმა JCB 3-მა იხილა, 1963 წელს აწარმოვეს JCB 3C, ხოლო 1967 წელს შეიქმნა მოდელი JCB 3 CII, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო და იწარმოებოდა მომდევნო 13 წლის განმავლობაში.
1980 წელს კომპანიამ 24 მილიონი ფუნტ სტერლინგის ინვესტიცია განახორციელა ტექნოლოგიურად დახვეწილი, JCB 3CX ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოებაში. ეს იყო გარდამტეხი წერტილი ბრიტანული მწარმოებლის ისტორიაში: ბაზარზე ისეთი ტექნიკის დანერგვა, რომელმაც მსოფლიო ცნობადობა მოიპოვა, გახდა JCB-ის ექსკავატორ-დამტვირთველების გაყიდვების ზრდის ნამდვილი კატალიზატორი.
2012 წლის დეკემბერში კომპანიამ აღნიშნა 500000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება, ხოლო ახალი საწარმოო რეკორდი მიუთითებს იმაზე, რომ JCB აგრძელებს თავისი სტრატეგიის განუხრელ დაცვას, რომელიც ბაზრის მუდმივი ანალიზისა და მომხმარებლების მზარდი მოთხოვნების შესაბამისი ინოვაციური პროდუქტების შემუშავებისკენაა მიმართული.
დღეს, ლეგენდარული ექსკავატორ დამტვირთველი JCB მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სამშენებლო მანქანაა და ზედიზედ მე-19 წელია, რაც წამყვან პოზიციას ინარჩუნებს თავის სეგმენტში.
ბრიტანული #1 სამშენებლო ტექნიკის ბრენდ JCB-ის ოფიციალურ დილერს საქართველოში წარმოადგენს „თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანია „ თეგეტა კონსტრაქშენ ექვიფმენთი“.