ნოდარ ხადური: ყველა დონის ბიუჯეტი, ასევე საჯარო სამართლის იურიდული პირები სახაზინო მომსახურებაზე გადადიან

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალი წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რეფორმა განხორციელდება.

როგორც ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა დონის ბიუჯეტი, ასევე საჯარო სამართლის იურიდული პირები, გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, გადადიან სახაზინო მომსახურებაზე.

"მათ ანგარიშები ექნებათ ხაზინაში და ხაზინა გაუწევს მომსახურებას. აქამდე ზოგიერთს ჰქონდა კომერციულ ბანკებში, ზოგს ხაზინაში. ახლა მოხდება კონსოლიდაცია, რაც ჩვენს საშუალებას მოგვცემს, რომ სტატისტიკურად, ინფორმაციულად გვქონდეს ონლაინ-წვდომა რა მდგომარეობაა საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.