ამერიკულ ბირჟებზე აქციების ინდექსი ვარდნას განაგრძობს. კერძოდ, ვაჭრობის დაწყებისთანავე, S&P 500-ის ინდექსი 7%-ით დაეცა, რამაც პროცესის შეჩერება 15 წუთის განმავლობაში გამოიწვია. ამ პერიოდში კი, Dow Jones-ის ინდექცი 7,29%-ით, NASDAQ Composite-ის კი 6,86%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ბირჟებზე ვარდნა ზედიზედ მესამედ მოხდა. სამი დღის განმავლოაბში Dow Jones-ის ინდექსი 11,48%-ით შემცირდა, NASDAQ Composite კი - 11,43%-ით.
ბაზრების ჩავარდნა კორონა ვირუსისი გავრცელების ფონზე ხდება, რასაც OPEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ მოლაპარაკებების ფაქტობრივად, ჩაშლა დაემატა. შედეგად, ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. ნავთობკომპანიების აქციების ფასი კი, სულ უფრო მცირდება. კერძოდ, Occidental Petroleum-ის აქციები 43%-ით შემცირდა, ConocoPhillips - 30%-ით, Exxon Mobile - 8,9% -ით, Chevron - 10,6%-ით. Baker Hughes – 15 %-ით.
დღესვე ინდექსი შემცირდა აზიისა და ევროპის ბაზრებზე. იაპონური Nikkei -ის ინდექსი 5,07%-ით 19698,76 პუნქტამდე შემცირდა, ჰონგ-კონგის Hang Seng - 4,23%-ით 25040,46 პუნქტამდე. ამასთან, გერმანულმა DAX- 7,83% დაკარგა, ბრიტანულმა FTSE კი - 8,4%.