Brent ნავთობის ფასი 35 დოლარამდე გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ICE ბრიტანული Brent მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 7,22%-ით გაიზარდა და 35,85 დოლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი დაფიქსირდა თბილისის დროით 03:30 საათზე.

ამასთან, 4,02%-ით გაიზარდა ამერიკული WTI მარკის ნავთობის ფასიც, რომელმაც ბარელზე 32,38 დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ლონდონის ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 31.03 აშშ დოლარამდე დაეცა. რაც შეეხება „WTI“ მარკის ნავთობს, მისი ფასი 27.59 დოლარამდე დაეცა.

ნავთობის ფასის დაცემა განაპირობა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ოპეკი+ ქვეყნებმა ვენაში ვერ მოილაპარაკეს ნავთობის მოპოვების დამატებით შემცირებაზე, რომელზეც მოთხოვნა კორონავირუსის გამო შემცირდა.

ოპეკის ქვეყნები, დღე-ღამის განმავლობაში, ნავთობზე ფასების რეკორდული კლების გამო, 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაზარალდნენ.

კოკა კვირკველია