რომელია პოპულარული მობილური ბრენდები საქართველოში

მობილური მოწყობილობების რაოდენობა 2019 წლის მე-4 კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 160 ათასით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მობილური მოწყობილობების მიხედვით, ყველაზე მეტი აბონენტი ყავს „სამსუნგს“. კერძოდ, 36%. მას მოსდევს Apple – 14%-ით; მე-3 ადგილზეა - Microsoft & Nokia – 11%-ით.

მე-4 პოიზიციას კი Huawei იკავებს - 10%-ით. ხოლო დანარჩენი 29% სხვა მობილურ მოწყობილობებზე ნაწილდება.

თაია არდოტელი