"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ მიერ Fitch Ratings-თან თანამშრომლობის დროებით შეჩერების შესახებ კომენტარს აკეთებს და განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „საპარტნიორო ფონდში“ მიმდინარე რეფორმებს უკავშირდება.
„ჩვენ Fitch-ის რეიტინგს ყოველწლიურად ვუკვეთავთ და დაახლოებით 70 000 დოლარი ღირს. გასულ წელს Fitch-მა ფონდის მაჩვენებელი BB-დან „BB/სტაბილურამდე გააუმჯობესა. მოგეხსენებათ, რომ ვმუშაობთ ფონდის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე. როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება ეს, რეიტინგის მინიჭება შემდეგ დაგვჭირდება, რადგან ეს საჭიროა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში. ვინაიდან ვართ რეფორმების სტადიაში, Fitch-მა როგორ უნდა შეაფასოს ამჟამად ჩვენს მფლობელობაში მყოფი აქტივი, რომელიც შემდეგ ჩვენს მფლობელობაში აღარ იქნება? ვინაიდან ვართ რეფორმირების პროცესში მივმართეთ Fitch-ს, რომ შეფასება გადავადებულიყო“, - აღნიშნავს საგანელიძე.