„თიბისი“ მომხმარებელს დისტანციური მომსახურებით სარგებლობას ურჩევს

„თიბისი“ მომხმარებლებს ურჩევს, დისტანციურად შეასრულონ საბანკო ოპერაციები.

როგორც „თიბისიდან“ იუწყებიან, „თიბისის“ ტრანზაქციების 95% ფილიალში მისვლის გარეშე ხორციელდება. შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი მომხმარებელს ონლაინარხების საშუალებით სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს.

„თიბისის“ ცნობით, „თიბისის“ დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია სწრაფად და მარტივად შემდეგი ტრანზაქციების განხორციელება:

თანხის გადარიცხვა ანგარიშის ან მობილურის ნომრით;

კომუნალური გადასახადების გადახდა სახლიდან გაუსვლელად;

საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე გადახდა;

ბარათის პინ-კოდის აღდგენა;

ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა;

საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა;

უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით;

სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.