კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, იტალიის სხვადასხვა ქალაქებში, მარტში, Booking.com-ზე 200-260 მილიონი დოლარის ჯავშანი გაუქმდა. როგორც ცნობილია, იტალიამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოაცხადა, რამაც საგრძნობლად შეცვალა ქვეყნის ეკონომიკა განსაკუთრებით კი ტურიზმის სექტორი.
იტალიის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ეკონომიკის ძირითადი სექტორები და საჯარო ადმინისტრაცია ღია დარჩება ბიზნესისთვის, თუმცა მონაცემები ცხადყოფს, რომ კარანტინის გამოცხადების გამო საფრთხის წინაშე დადგა იტალიის ეკონომიკა.
„მილანის სასტუმროები ცარიელია, ასე რომ სამსახურებიც რისკ ქვეშ მოექცნენ“, - აღნიშნა CNN-თან საუბრისას ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელმა.
ავტორი: ელენე მეტრეველი