დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებს GEORGIAN BUS-სა და OMNIBUS EXPRESS-ის ავტობუსებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშოები ყოველ 24 საათში ერთხელ უტარდებათ.
„აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, კომპანიის თანამშრომლები სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით და ქლორით ამუშავებენ ავტობუსების სალონებს.
„აეროპორტი ოფიციალური გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებების გარდა, ყოველდღიურად სველი წესით მუშავდება, ასევე დეზინფექცია უტარდება ყველა იმ კომერციულ ობიექტს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენისა და გაფრენის დარბაზებშია განთავსებული”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა დაფიქსირდა.