ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია.

მან მედპერსონალს დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

“ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ჩემს კოლეგებს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს, ვინც დაუღალავად, 2 თვეა 24 საათის განმავლობაში შრომობენ, რომ სიტუაცია იყოს ქვეყანაში კონტროლირებადი და პირდაპირ გეტყვით, რომ ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა.