Ryanair-ი იტალიის მიმართულებით 8 აპრილამდე ყველა საერთაშორისო ფრენას აჩერებს

Ryanair-ი 8 აპრილამდე იტალიის მიმართულებით ყველა საერთაშორისო ფრენის შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, დამატებითი შემცირება განხორციელდება შემდეგნაირად:

11 მარტის 24:00 საათიდან 8 მაისის 24:00 საათამდე, Ryanair შეჩერებს იტალიის ყველა შიდა ფრენას. 13 მარტის 24:00 საათიდან 8 აპრილის 24 საათამდე კი Ryanair შეაჩერებს იტალიის ყველა საერთაშორისო ფრენას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მგზავრმა ელ.ფოსტით მიიღო შეტყობინებები ფრენის გაუქმების შესახებ. ამასთან მგზავრებს, რომელთაც სურთ დროზე ადრე დატოვონ ქვეყანა, 13 მარტამდე შეუძლიათ უფასოდ დატოვონ ქვეყანა.

„Ryanair- ი აგრძელებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული მთავრობის მითითებებისა და მოგზაურობის აკრძალვების გათვალისწინებას. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება და მგზავრები ფრენის გაუქმებების შესახებ ელ.ფოსტით იღებენ ინფორმაციას და შეთავაზებას ფრენის ტრანსფერის, სრულ ანაზღაურების ან სამგზავრო კრედიტის სახით. Ryanair-ი გულწრფელად ბოდიშს უხდის ყველა მომხმარებელს გრაფიკის შეფერხებების გამო, რაც გამოწვეულია ეროვნული სამთავრობო შეზღუდვებით და იტალიის მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით, რომ ჩაიკეტოს მთელი ქვეყანა Covid-19 -ის წინააღმდეგ საბრძოლველად“,-აღნიშნულია განცხადებაში.