სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდსა და წალენჯიხაში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 4,243 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, ხოლო სამ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.