ამერიკულ ბირჟებზე აქციების ფასი გაიზარდა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არსებული ვარდნის შემდეგ, ამერიკულ ბირჟებზე აქციების ფასი გაიზარდა.

CNN-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში Dow Jones-ის საფონდო ინდექსი 3.6%-ით, S&P 500-ის 3.4%, ხოლო Nasdaq Composite-ის 3.6%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ ბირჟებზე მსგავსი ვარდნა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა.

გასულ დღეს კი, ვაჭრობის დაწყებისთანავე, S&P 500-ის ინდექსი 7%-ით დაეცა, რამაც პროცესის შეჩერება 15 წუთის განმავლობაში გამოიწვია. ამ პერიოდში კი, Dow Jones-ის ინდექცი 7,29%-ით, NASDAQ Composite-ის კი 6,86%-ით შემცირდა.

ბაზრების ჩავარდნა კორონა ვირუსისი გავრცელების ფონზე ხდება, რასაც OPEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ მოლაპარაკებების ფაქტობრივად, ჩაშლა დაემატა.

რაც შეეხება ნავთობს, აშშ-ში ნავთობის ფასი 8.5%-ით გაიზარდა და ბარელზე 33.79 დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ორშაბათს ნავთობის ფასი 26%-ით შემცირდა.

კორონავირუსის გარვცელების გამო მიმდინარე წელს მსოფლიოში ნავთობის ფასი 40%-ით დაეცა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ბექა ბერიაშვილი