ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს პერიოდში ტურიზმის სექტორს ანტიკრიზისულ გეგმას შესთავაზებენ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი გარკვეული ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც ტურიზმის სექტორს შესთავაზებენ.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, საბანკო სექტორი და მთავრობა ამ საკითხზე ერთიანია.

„პრემიერ-მინისტრი და მასთან ერთად ჩვენც მინისტრები, ეკონომიკური ბლოკი, შევხვდით საბანკო სექტორს. ამ შეხვედრას ჰქონდა ორგვარი მიზანი: ერთი მიზანი იყო, რომ ჩვენ ერთად ვიმუშაოთ და უახლოეს პერიოდში შევთავაზოთ ტურიზმის სექტორს გარკვეული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ეფექტური იქნება და ამაში ჩვენც და საბანკო სექტორიც ერთიანი ვართ. ჩვენი მოკავშირეა საბანკო სექტორი და მეორე ამოცანა იყო, რომ ერთმანეთისთვის გაგვეცვალა ჩვენი ხედვა და პერსპექტივები ზოგადად ეკონომიკის მდგარადობის შენარჩნუნებასთან დაკავშირებით და აქაც ჩვენ გვექნება მწყობრი გეგმა და ხედვა,“ - განაცხადა თურნავამ.