დეველოპერული კომპანია, რომლის შემოსავალმა 2019 წელს 14 მილიონ დოლარს გადააჭარბა

სამშენებლო სექტორი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წარმატებულია, რომლის მოგებაც ყოველწლიურად იზრდება (საქსტატის 2019 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, სექტორის ბრუნვამ 2.5 მილიარდი ლარი შეადგინა).

სექტორის ზრდასთან ერთად, კონკურენცია კიდევ უფრო დიდია მის მოთამაშეებს შორის. თუ თავდაპირველად, მომხმარებელი მხოლოდ ფასითა და ადგილმდებარეობით არჩევდა ბინას, დღეს, დეტალურად იძიებს ინფორმაციას სამშენებლო მასალების ხარისხის, გამწვანების, კომპანიის სანდოობის, სატრანსპორტო ხაზის, მიმდებარე ინფრასტრუქტურისა და სხვა დეტალების შესახებ.

შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებიც მუშაობენ იმაზე, რომ ბაზარზე ლიდერებად ჩამოყალიბდნენ და თავიანთი პოზიციები გაიმყარონ. სწორედ ასეთ კომპანიებს შორისაა „ტერასა ჯგუფი“, რომლის შემოსავალიც საქართველოს მცირე ბაზრის მიუხედავად, 3 წელიწადში მკვეთრად გაიზარდა.

კომპანია 2017 წელს დაარსდა და მომხმარებლებს თავი მცირე პროექტებით გააცნო, თუმცა პროექტების ხარისხით, სამშენებლო სამუშაოების ვადების მკაცრი კონტროლითა და გადახდის პირობებით, მომხმარებლის ნდობა მალე მოიპოვა.

თუ 2017 წელს „ტერასა ჯგუფის“ შემოსავალმა 5 316 157$ შეადგინა, 2018 წელს ის $9 004 123-მდე გაიზარდა, 2019 წელს კი $14 მილიონს გადააჭარბა. ჯამში, კომპანიის შემოსავლები 2017 წელთან შედარებით, 3-ჯერ არის გაზრდილი.

რამ განაპირობა კომპანიის ასეთი სწრაფი ტემპებით ზრდა? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

· მომხმარებლისთვის მასზე მორგებული პირობების შეთავაზება

„ტერასა ჯგუფის“ პროექტებს დღეს, დაახლოებით, 2 000-ზე მეტი მცხოვრები ჰყავს. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე კომპანიის სწორი მენეჯმენტის წყალობით გაიზარდა. კომპანიის წარმომადგენლებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ ემიგრანტებთან, რომელთათვისაც შიდა უპროცენტო განვადება მიმზიდველ პირობას წარმოადგენს.

· პროექტების მიმზიდველი ადგილმდებარეობა

არსებობის 3-წლიანი ისტორიის მანძილზე, „ტერასა ჯგუფმა“ 6 პროექტი უკვე განახორციელა, დამატებით 6 პროექტი კი განხორციელების პროცესშია. სამშენებლო სექტორში რთულად მოიძებნება კომპანია, რომელმაც ასეთ მოკლე დროში ასეთი ბიუჯეტის მქონე პროექტები განახორციელა.

„ტერასა ჯგუფის“ პროექტები მდებარეობს როგორც თბილისში - ავლაბარში, ორთაჭალაში, გლდანში, იპოდრომთან და ლისის ტერიტორიაზე, ასევე ბათუმში, სადაც პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთან, კომპანია ახალი პროექტის განხორციელებას ბაკურიანშიც გეგმავს.

„ტერასა ჯგუფის“ პროექტების მიმართ ინტერესი განაპირობა კომერციულმა მხარემაც. ბევრი მომხმარებელი პატარა ბინებს, მათ შორის რამდენიმეს, კომერციული მიზნით იძენდა, რადგან ტურისტებისთვის ადგილმდებარეობა ხელსაყრელი იყო.

იგივე ტენდენცია შეინიშნება „ტერასას“ სხვა პროექტებთან დაკავშირებითაც.

· ეკონომიურობა და ეკოლოგიურობა

შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი მომხმარებლების მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.

ყველას სურს, კომუნალურ გადასახადებში თანხა დაზოგოს და გამწვანებულ გარემოში იცხოვროს. „ტერასამ“ ბაზარზე გაჩენილი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და გადაწყვიტა, ყველა პროექტი ამ კონცეფციით განეხორციელებინა.

კომპანიის ყველაზე პოპულარული პროექტია ავლაბრის საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სახურავი მთლიანად გამწვანებულ ტერასას ეთმობა. აღნიშნული სივრცე კორპუსის მობინადრეებისთვის საერთოა და ყველას შეუძლია, თავისუფალ დროს იქ დაისვენოს. პროექტმა 2018 წელს კიევში გამართულ კონკურსში ვიზუალის გამო ჯილდოც მიიღო. ამჟამად, საცხოვრებელ კორპუსში ყველა ბინა გაყიდულია.

„ტერასამ“ ეკოლოგიური პროექტი ააშენა ლისის ტბის მიმდებარედ, უკვე ექსპლუატაციაშია შესული და მისი ბინადრები დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურ და მოთხოვნად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. „ტერასა ჯგუფში“ განმარტავენ, რომ მათი ყველა პროექტი ითვალისწინებს არსებულ სამშენებლო რეგულაციებს, რაც ეხება უსაფრთხოებას, სიმწვანესა და ხარისხს.

· სიახლეების დანერგვა

ტექნოლოგიური სიახლეები ყოველწლიურად ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს, ხოლო კომპანიას, რომელიც მის ტემპებს ჩამორჩება, ბაზრიდან გასვლისთვის თუ არა, სერიოზული პრობლემებისთვის მაინც არის განწირული.

არსებობის მოკლე ისტორიის მიუხედავად, „ტერასა ჯგუფი“ ცდილობს, ამ ტენდენციას არ ჩამორჩეს. „ტერასა ჯგუფმა“ გადაწყვიტა, რომ „ტერასა იპოდრომის“ ყველა ბინა „ჭკვიანი“ იყოს. უფრო კონკრეტულად, „ჭკვიანი სახლების“ ბინადრებს საშუალება ექნებათ, აპლიკაციის მეშვეობით გამორთონ ან ჩართონ როზეტი, თითის ანაბეჭდით გააღონ კარი და სახლი მთლიანად ამ ტექნოლოგიით მართონ.

(R)