2020 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 0.3 მლნ ტონით გაიზარდა.
კერძოდ, 2020 წლის იანვარში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 3 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 2.7 მლნ ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2019 წლის იანვართა შედარებით 500 ათასი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ თვეში 26.8 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2019 წლის იანვარში კი ეს ციფრი 26.3 მლნ იყო.
2020 წლის იანვარში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 300 ათასი ტონით გაიზარდა და 1.6 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის იანვარში 1.3 მლნ ტონა იყო.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 11,015 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, იანვარში 56,409 კონტეინერი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 45,394 კონტეინერი გადამუშავდა.