კორონავირუსის გამო, „თელასი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, დისტანციური მომსახურებით ისარგებლონ

სს „თელასი“ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს და მოუწოდებს მომხმარებლებს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით. ამის შესახებ ინფორმაციას სს „თელასი“ ავრცელებს.

“ვებ-გვერდზე (my.telasi.ge.) რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსება ახალ აბონენტად დარეგისტრირების და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ. ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე telasi@telasi.ge.

„თელასის“ საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდის (www.telasi.ge), კომპანიის ოფიციალური facebook-გვერდის და call-ცენტრის (2 77-99-99) მეშვეობით.

სს „თელასი“ მიმართავს მომხმარებლებს თხოვნით, მაქსიმალურად შეიკავონ თავი კომპანიის ბიზნეს ცენტრებში ვიზიტებისგან და ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით“,-აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.