„დღევანდელ შოკს გადავიტანთ გაცილებით უკეთ, ვიდრე ეს მოხდა 2014-2015 წლებში“ - კობა გვენეტაძე ინფლაციურ მოლოდინებზე

„დღევანდელ შოკს გადავიტანთ გაცილებით უკეთ, ვიდრე ეს მოხდა 2014 2015 წლებში“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“.

კითხვაზე, ექნება თუ არა ლარის დღევანდელ გაუფასურებას გავლენა ინფლაციაზე, გვენეტაძე პასუხობს: „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, უნდა შევხედოთ რა ვითარებაში ხდება ეს. თუ გავიხსენებთ 2014 წელს, მაშინ გაუფასურება იყო დაახლოებით 50%, მაგრამ ინფლაცია იყო დაბალი. სიტუაცია განსხვავებული იყო 2019 წელს, რადგან მაშინ ვალუტის გაუფასურება ხდებოდა მხოლოდ საქართველოში, ხოლო 2014-2015 წლებში ამას მასობრივი ხასიათი ჰქონდა და ვალუტები სხვა ქვეყნებშიც უფასურდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ლარის იმ გაუფასურებას, რაც დღეს ხდება, არ ექნება ინფლაციაზე ისეთი გავლენა, როგორიც იყო 2019 წელს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე