შემცირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი - კობა გვენეტაძის განმარტება

„ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდეს“-განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძეს პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“.

„მინდა მოგახსენოთ, რომ როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვეყრდნობით იმ უახლეს ინფორმაციას, რომელიც მონეტარული კომიტეტის სხდომა ჩატარების დროს გვაქვს. დაახლოებით ერთი დღე გრძელდება განხილვები, რათა ყველანაირად შევაფასოთ სიტუაცია. თუმცა ამ წუთში ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეიძლება შერბილდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი ინფლაციასთან დაკავშირებით მართლდება, ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ წნეხი, რომელიც ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მოდის, აღარ არსებობს ახლა ინფლაციაზე. ახლა ცოტა უფრო გართულებული სიტუაცია გვაქვს, მაგრამ ეს არ არის იგივე სიტუაცია, რაც გვქონდა 2019 წელს, რადგან ახლა სხვა ვალუტებიც უფასურდებიან ლართან ერთად“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ცნობისთვის: მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 18 მარტს არის ჩანიშნული.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე