ევროპამ ჩინელი ტურისტების შემცირებით უკვე 1 მლრდ ევრო დაკარგა

ევროკავშირის ტურისტულმა ბიზნესმა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირების გამო 1 მილიარდი ევროს ზარალი უკვე ნახა. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირისთვის ეკონომიკური ზარალი უკვე აშკარაა, ის მიადგა სხვადასხვა სექტორს, თუმცა ზუსტი ციფრის თქმა ჯერ რთულია.

„ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე რამდენად ეფექტურად იმოქმედებს ვირუსის შეკავებისთვის მიღებული ზომები“, - განაცხდა მან.

დომბროვსკისმა დასძინა, რომ 13 თებერვალს ევროკომისია ევროზონაში ეკონომიკის 1,2%-იან ზრდას პროგნოზირებდა 2020 წლისთვის, ახლა კი ეს პროგნოზი სავარაუდოდ, გადაიხედება.

კოკა კვირკველია