აზიის ბირჟებზე აქციების ფასები ვარდნას განაგრძობს. CNN-ის ინფორმაციით, იაპონური Nikkei-ის ინდექსი 2.27%-ით 19,416.06 პუნქტამდე შემცირდა, შანხაის SE 0.62%-ით 25,235.34 პუნქტამდე, ხოლო ჰონგ-კონგის Hang Seng – 0.63%-ით 25,231.61 პუნქტამდე.
აღსანიშნავია, რომ აზიის ბირჟაზე ზრდას მხოლოდ ინდოეთის Mumbai-ს საფონდო ინდექსი განაგრძნობს. ბოლო მონაცემებით, Mumbai-ის ზრდამ 0.38% შეადგინა და 35,771.74 პუნქტამდე მოიმატა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირის ორშაბათს აზიის საფონდო ბირჟების ვარდნამ 2008 წლის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. იაპონური Nikkei -ის ინდექსი 5,07%-ით 19698,76 პუნქტამდე შემცირდა, ჰონგ-კონგის Hang Seng - 4,23%-ით 25040,46 პუნქტამდე. ამასთან, გერმანულმა DAX- 7,83% დაკარგა, ბრიტანულმა FTSE კი - 8,4%.