ტაილანდი საქართველოდან ჩასულ მოგზაურებზე ვიზას დროებით აღარ გასცემს.
შეზღუდვები უწესდებათ ასევე სხვა 17 ქვეყნიდან ტაილანდში ჩასულ მოქალაქეებსაც. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიიღო. ქვეყნების სია, რომლიდან ჩასულ მოგზაურებზეც ვიზები აღარ გაიცემა ასე გამოიყურება: ბულგარეთი, ბუტანი, ჩინეთი, კვიპროსი, ეთიოპია, ფიჯი, საქართველო, ინდოეთი, ყაზახეთი, მალტა, მექსიკა, ნაურუ, პაპუა ახალი გვინეა, რუმინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, ტაივანი, უზბეკეთი, ვანუატუ, უზბეკეთი.
უვიზო რეჟიმი დროებით უქმდება სამხრეთ კორეასთან, იტალიასთან და ჰონგ-კონგთან.
აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერსი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.