"თეგეტა მოტორსი" მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის Mobil-ის ძრავის ზეთებზე 25%-იან Cashback აქციას სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი, რომელიც შეიძენს პრემიუმ ხარისხის ძრავის ზეთს, დახარჯული თანხის 25%-ს დაიბრუნებს „თეგეტა ქარდზე“. დაგროვებული ქულების დახარჯვა შეგიძლიათ "თეგეტას" ფილიალებში ყველა პროდუქტსა და სერვისზე. აღნიშნული შეთავაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ 31 მარტის ჩათვლით.
"სასურველი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც "თეგეტას" სერვისცენტრებში, ასევე ონლაინ მაღაზიაში shop.tegetamotors.ge, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ავტოსათადარიგო ნაწილების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და სხვა მრავალი პროდუქცია, ხოლო თუ თქვენთვის სასურველი პროდუქტი არ მოიძებნა, საშუალება გაქვთ შეუკვეთოთ და 5-7 დღეში მიიღოთ.
"თეგეტა მოტორსი" მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილის ძრავის ზეთების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს. "თეგეტა მოტორსი" გახლავთ საცხებ-საპოხი მასალების სეგმენტში პრემიუმ კლასის ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოში, როგორებიც არიან - Mobil, Shell და Motul. "თეგეტაში" ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ შედარებით დაბალბიუჯეტური ბელგიური და გერმანული ბრენდების Fuchs-ის და Champion-ის საცხებ-საპოხი მასალები.
ავტომობილის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის ზეთის შეცვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ზეთი უნდა შეიცვალოს სანამ მისი დეგრადაცია გამოიწვევს ძრავის დაზიანებას. ზეთის დაბინძურების დონის განსაზღვრა კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან რთულია, ამიტომ ავტომწარმოებლებს მოჰყავთ რეკომენდაციები ზეთის შეცვლის ინტერვალთან დაკავშირებით. რეკომენდაციები განსხვავდება და დამოკიდებულია ავტომობილის მოდელზე, ძრავის კონსტრუქციულ თავისებურებებზე და ექსპლუატაცის პირობებზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით გირჩევთ არჩევანი გააკეთოთ პრემიუმ ხარისხის ძრავის ზეთზე, რადგან მას გააჩნია საექსპლუატაციო თვისებების მარაგი იმისათვის, რომ ყველაზე რთულ სამუშაო პირობებშიც უზრუნველყოს ძრავის საიმედო დაცვა და ხანგრძლივი მუშაობა",- აცხადებენ "თეგეტა მოტორსში".